მექსიკაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. მექსიკელ ხალხის მიმართ თანაგრძნობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე გამოხატა.
Twitter-ის საშუალებით დონალდ ტრამპმა მექსიკელებს სოლიდარობა გამოუცხადა და დახმარებას დაჰპირდა.
დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.
„ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის თუკი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამის სურვილს გამოთქვამს”,-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თანადგომა გამოუცხადა და მექსიკელ ხალხს ურთიერთ თანადგომისკენ მოუწოდა, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.