პარლამენტთან, "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე დაკავებული სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა, გვიან ღამით სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა მოინახულა.
დაკავებულის მდგომარეობა მან ადგილზე მისულ პარტიის წევრებს გააცნო.
ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, ბეჟან გუნავას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც დაკავების დროს მიიღო.