ლაგუნა ვერეს მოპირდაპირე მხარეს ბალახი იწვის. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 3 ჯგუფი და 15-ზე მეტი მეხანძრე ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.
ამ ეტაპზე ცეცხლის ე.წ. დაჭერა მოხერხდა, რაც მისი გავრცელების საფრთხეს გამორიცხავს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.