18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
"არის გარკვეული ჯგუფის ინტერესი, რომ პაატა ბურჭულაძის მიმართ იყოს შავი PR" - ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” მხრიდან საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების შესაძლო გაფლანგვა- მითვისების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, ფონდის ხელმძღვანელი ეხმაურება.

გურამ ახალაია „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს და პირიქით კმაყოფილია პროკურატურის გადაწყვეტილებით.

ახალაიას თქმით, საგამოძიებო უწყების პასუხი იქნება ფონდ იავნანას ირგვლივ ატეხილი სკანდალების დასასრული.

„მისასალმებელია, საზოგადოებას უნდა გავცეთ პასუხი თუ რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში ფონდ "იავნანაში." თუ რატომ დაინტერესდა ახლა პროკურატურა ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხის, იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვითანამშრომლოთ პროკურატურის ორგანოებთან, ყველა დოკუმენტს წარვუდგენთ და დოკუმენტებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ გამოიტანს დასკვნას, რომელსაც მივაწვდით საზოგადოებას,“-განაცხადა საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” ხელმძღვანელმა გურამ ახალაიამ.

ახალაია საქმის პოლიტიკურ საფუძველს გამორიცხავს და აცხადებს, რომ თუ კომპეტენტური პირები გამოიძიებენ საქმეს, დოკუმენტებით შესაძლებელი იქნება იმის დადასტურება, რომ ფინანსისტთა ასოციაციაცია შეცდომაში არის შეყვანილი.

გურამ ახალაია საქმის ობიექტურ გამოძიებაში დარწმუნებულია.  

„დარწმუნებული ვართ, რომ თუ კომპეტენტური სპეციალისტები, გამომძიებლები მოჰკიდებენ ამას ხელს, ამ დოკუმენტებით შეიძლება იმის დადასტურება, რომ იმ ფირმის ხელმძღვანელები შეცდომაში არიან შეყვანილი. დარწმუნებული ვარ რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება,“-ამბობს ახალაია.

კითხვაზე არის თუ არა მომხდარი ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, ახალაია ამბობს, რომ მას ამის დადასტურებით თქმა არ შეუძლია, თუმცა   საზოგადოებაში ეს აზრი არსებობს.

„ასე გამოვიდა საზოგადოებაში ეს აზრი, ეს ხელისუფლებიდან არ მგონია, რომ მოდიოდეს. უბრალოდ არის გარკვეული ჯგუფის ინტერესი, რომ პაატა ბურჭულაძის მიმართ იყოს შავი პიარი,“-აცხადებს ახალაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები