„ქართული მარშის“ სახელით ცნობილი მოძრაობა ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს და მათ შესასრულებლად 10 დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ოქტომბრიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს და შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
მოთხოვნებს შორისაა უცხოეთიდან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა, ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და საემიგრაციო კანონის გამკაცრება, მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვენ.