06 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
”დასავლეთი 2017”-ის წვრთნებზე რუსეთი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას გეგმავს - ანტონი მაცერევიჩი

”დასავლეთი 2017”-ის წვრთნებზე რუსეთი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას გეგმავს. განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ანტონი მაცერევიჩმა რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე აგრესიული სამხედრო მანევრები უწოდა.

მისი ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში რუსი და ბელარუსი სამხედროები ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშებენ და სცენარის მიხედვით, იმიტირებულ იერიშს პოლონეთზე მიიტანენ.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აქვე მიუთითა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა სავარაუდო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, პრევენციული ბირთვული იერიშის განხორციელებასაც ითვალისწინებს. ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, ბირთვული იარაღის სწავლებაში გამოყენება მხარეების მიერ წვრთნების გასაჯაროებულ პროგრამაში მითითებული არ ყოფილა.

 

დღის ამბები