18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
კომპანია "ევრო-კრედიტის" მეანაბრეები პროკურატურისგან საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ

საფინასო-საკრედიტო კომპანია "ევრო-კრედიტის" მეანაბრეები პროკურატურისგან საქმის დროულ გამოძიებას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც მათი თქმით, ფული მიითვისა. მათი ნაწილი მთავარ პროკურატურასთან მივიდა და უწყებისგან კონკრეტული პასუხები მოითხოვა.

დაზარალებულების განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაახლოებით, სამი თვის წინ დაიწყო, თუმცა მეანაბრეებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ, ამიტომ დაზარალებულებმა მთავარ საგამოძიებო უწყებას განცხადებით მიმართეს.

დაზარალებულები კომპანიის დამფუძნებლის, ქეთევან ყაყიტაშვილის, დირექტორების, თათია ჭკადუას და მარიამ ხარაზიშვილის დაკავებას ითხოვენ.

დაზარალებულები დაკარგული ფულის დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია "ევრო-კრედიტს" 300-მე დაზარალებული ჰყავს, ასანაზღაურებელი თანხა კი, დაახლოებით, 4 მილიონ ლარს შეადგენს. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები