18 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
300-მდე დაზარალებული და 4 მილიონამდე ზარალი - შესაძლოა, კომპანია "ევროკრედიტის" მფლობელები დააკაონ 

ახალი ფინანსური პირამიდა და მისი 300-მდე დაზარალებული მეანაბრე. გაფლანგვისა და მითვისების ბრალდებით პროკურატურამ შესაძლოა კომპანია "ევროკრედიტის" რამდენიმე დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკაოს. ბოლო 3 თვეა საგამოძიებო უწყება საფინანსო დოკუმენტების შესწავლით არის დაკავებული.

"ევროკრედიტის" ცენტრალური ოფისი ვაკეში სამი თვის წინ დაიხურა, კომპანიის მფლობელის ადგილსამყოფელი დაზარალებულებმა არ იციან. "ევროკრედიტის" მეანაბრეები, კომპანიის მფლობელის ქეთევან ყაყატიშვილის დაკავებას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას სამართალდამცველებისგან ითხოვენ.

საფინანსო კომპანია "ევროკრედიტმა" ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოს 4 ქალაქში, რამდენიმე ოფისი გამოიცვალა. ბოლოს თბილისში აბაშიძის 47 ნომერში გასცემდნენ თანხას. ახლა ოფისები დაკეტილია და მის წინააღმდეგ 300-მდე მეანაბრის სარჩელია, რომელთა ზარალი 4 მილიონ ლარს აღწევს. გამოძიება კომპანიის საქმიანობის შესახებ 3 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც მათი ქონება დააყადაღეს.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები