კედლის მხატვრობის ახალი ფრაგმენტები და ისტორიული ძეგლის ახალი იერსახე. მეათე საუკუნის პარხლის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს თურქი სპეციალისტები, ქართველ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ.
კულტურის სამინისტროსა და სხვა ოფიციალური უწყებების ინიციატივით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები პირველად ჩაერთნენ.
საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა მეათე საუკუნეში აგებული პარხლის სამონასტრო კომპლექსის გადახურვა. ასევე, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, კრამიტი, ისტორიული ძეგლისთვის შესაბამისი ფერისა და ხარისხის მასალით შეიცვალა.
ქართველმა ექსპერტებმა ისტორიული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თურქ კოლეგებთან 6 დღის განმავლობაში იმუშავეს. ადგილზე მათ ჩასვლამდე კი, თურქულ მხარესთან შეთანხმება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ჩართულობით შედგა.