პარლამენტის შენობასთან მოშიმშილე “პატრიოტთა ალიანსის” საწინააღმდეგო აქცია არ შედგა - ახალგაზრდებს ამის საშუალება პოლიციამ, ვითარების დაძაბვის პრევენციის გამო არ მისცა.
აქტივისტები "პატრიოტთა ალიანსის" იდეოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვას, მოშიმშილეების წინ სიმბოლურად ხაჭაპურისა და ჩურჩხელის ჭამით აპირებდნენ.
კონტრაქციის ორგანიზატორის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” პრორუსული იდეოლოგიის ქვეყანაში დამკვიდრებას ცდილობს, რაც მათთვის მიუღებელია.