"არტეკი" საქართველოსა და ლატვიას ყირიმში დასასვენებლად ჩასული ბავშვების ვინაობის დასახელებაზე უარს ეუბნება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია, საერთაშორისო საბავშვო ცენტრის პრეს სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. "არტეკის" ადმინისტაციის განცხადებით, მათ საქართველოს და ლატვიას ინფორმაციის მოსაძიებლად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმართვა ურჩიეს.
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე პედაგოგის თანხლებით, არტეკში რუსული ენის შემსწავლელ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აგვისტოში ჩავიდა.