18 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა თბილისში ჩამოასვენეს

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა გვიან ღამით მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. არტისტს აეროპორტში ოჯახის წევრები, საპატიო ყარაული და ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლი დახვდა, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

გამორჩეულ არტისტს და ლირიულ დრამატულ ტენორს შაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი ოპერის თეატრში 23 სექტემბერს დილიდან გაიმართება. ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

დღის ამბები