06 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, მექსიკაში მიწისძვრას 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში ინტენსიური სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრას ბოლო მონაცემით, 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დანგრეულია ათობით შენობა.

მაშველები, სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები ამ დრომდე ნანგრევებში დარჩენილებს ეძებენ. მომხდარის გამო მექსიკაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები