პირველმა ლედიმ საქველმოქმედო აუქციონზე საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინა. მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონს დაესწრნენ.
აუქციონიდან შესული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.