განახლებული და რეაბილიტირებული პეკინის გამზირი გაიხსნა. გახსნის პროცესს თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და პროცესში ჩართული სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის გამზირზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის ახალი საფარი, ასევე მოეწყო ველობილიკი. ავტომობილების მოძრაობა კვლავ ცალმხრივია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.
„პეკინის გამზირი ერთ-ერთი ხელით საჩვენებელი ადაპტირებული გამზირია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მთლიანად გამოიცვალა პეკინის გამზირზე არსებული ავტობუსების მოსაცდელები და დღეს ჩვენ თანამედროვე მოსაცდელები გვაქვს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.