საქართველოში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს დროებით ჩამოასვენებენ. წმინდა ნაწილებს 23 სექტემბერს ჩამოასვენებენ და ალავერდის ტაძარში გადაიტანენ.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგება ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ წაიკითხა, რომელიც მან ღვთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა.
დღესვე პატრიარქმა 500-მდე ბავშვი მონათლა და მათი ოჯახები დალოცა.
„ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათამდე უნდა ჩატარდეს წირვა. 10:00 საათზე მრევლი შეხვდება ერთმანეთს. 12:00 საათზე, ერთი საათის მანძილზე იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის,“ - განაცხადა პატრიარქმა.