18 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"სილიკონ ველი თბილისი" ოფიციალურად გაიხსნა

"სილიკონ ველი თბილისი" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. სწორედ მისი ფონდის თანადაფინანსებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ისეთი პროექტები განხორციელდება, როგორიცაა მეგა მონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება და კოსმოსის ათვისება.

პროექტების განხორციელებაში ჩართულია NASA, NATO და IBM. უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე მუშაობენ პროექტებზე, რომელიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით ვითარდება. რეგიონში ეს იქნება პირველი საგანმანათლებლო სივრცე, აღჭურვილი უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით. 

“საქართველო არის პატარა ქვეყანა, პატარა სახელმწიფო, რომლის იდენტიფიკაციაც მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების, გამორჩეული ინდივიდების მიღწევებით და წარმატების ხარჯზე. მიხარია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა ამ თვალსაზრისით, დღეს ამ პროექტების დაწყებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

დღის ამბები