ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე პარტიის ხობის მერობის კანდიდატთან ერთად რაიონის მოსახლეობას ხვდება. მთელ რეგიონში განსაკუთრებით ხამასკურისა და პირველი მაისის სოფლების მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წლის და გაზმომარაგების პრობლემა აწუხებთ. დავით ბაქრაძესთან და მამუკა ჭოხონელიძესთან შეხვედრაზე ადგილობრივები სხვა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
“ჩვენ ვართ სოფელში, სადაც დღემდე არ არის გზა, სადაც დღემდე არ არის გაზი, სოფელში სადაც არ გაკეთებულა არაფერი და ბავშვებს ელემენტალური ფეხბურთის სათამაშო მოედანი არ აქვთ, სოფელში სადაც ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს მოეხსნა სოციალური დახმარება. ეს არის სიმბოლო დღევანდელი საქართველოსი, სადაც არ კეთდება, არ შენდება და წინ არ მიდის ქვეყანა, სადაც დაგროვდა პრობლემები და უსამართლობა, აი ამ ყველაფრის შეცვლის გზა არის არჩევნები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.