18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ხალხის ფულით დაფინანსებული ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია - სამოქალაქო სექტორი დედაქალაქის მთავრობას ადანაშაულებს

ხალხის ფულით დაფინანსებული "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია - სამოქალაქო სექტორი დედაქალაქის მთავრობას სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, კლიპი სოციალური რეკლამად ვერ ჩაითვლება და ის მხოლოდ თბილისის მერიის რეკლამირებასა და მმართველი გუნდის საქმიანობის აგიტაციას ემსახურება. რა მიზანი აქვს 2014-17 წლებში დაგებული გზების, აშენებული ხიდებისა და აღდგენილი ინფრასტრუქტურის შესახებ მომზადებულ ვიდეორგოლებს მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია არც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ან გადაუდებელ გარემოებას არ შეიცავს, ორგანიზაციისთვის ნათელია.

თბილისის მერიაში კი საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ სურთ, თუმცა ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. კომენტარს ამ თემაზე არც მმართველ გუნდში აკეთებენ.

ვიდეორგოლების მიზნობრიობას ოპოზიციის მოთხოვნით უწყებათშორისი და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეისწავლიან.

დღის ამბები