"კურიერმა" პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული ბოლო სიტყვის აუდიოჩანაწერი მოიპოვა. სკანდალურ მიმართვაში დეკანოზი ყვება, რომ მას პროკურორი ჯარჯი წიკლაური მის კომპიუტერში ნაპოვნი ფოტოებით აშანტაჟებდა. ბრალდებულის თქმით, პროკურატურა ამ გზით დანაშაულის აღიარებას აიძულებდა.
სტიქაროსანი, რომლის ფოტოებიც სასულიერო პირის სავარაუდო შანტაჟის საფუძველი გახდა, კობა ფარტენაძეა. ფარტენაძე ამბობს, რომ ფოტომასალა დეკანოზს მამა ანდრია თურმანიძემ გადაუგზავნა და მამა გიორგის თამამი ფოტოსესიის გამო მისი ტაძრიდან გაძევება მოსთხოვა. ფარტენაძე იხსენებს, რომ გიორგი მამალაძემ ეს თხოვნა შეუსრულა და მას სტიქარი გახადა.
სკანდალურ ჩანაწერში ასევე საუბარია შორენა თეთრუაშვილზე, სამების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებსა და მღვდელმთავრების ურთიერთობებზე.