ისევ ხანძარია თუშეთში. მაშველები ცეცხლს სოფელ ჰეღოს ფერდობზე ებრძვიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, პირიქითა ხეობაში საძოვრებს გაუჩნდა. მათივე თქმით, ფერდობი გირევის ნასოფლარის მიმდებარედაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
თუშეთში ხანძრის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ხახაბოს ტყეში ცეცხლს ორი კვირის განმავლობაში ებრძოდნენ.