18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი, ცნობილი სავარაუდოდ დღეს გახდება

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი, ცნობილი სავარაუდოდ დღეს გახდება. მარეგულირებელი კომისიის წევრები, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებენ.

"სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ტარიფების კორექტირება. თბოელექტროსადგურების ტარიფების გათვალისწინება მოხდება შემდგომ უკვე სამომხმარებლო ტარიფში. შემდეგ მოხდება ამის ასახვა მომხმარებლების მიერ გადასახდელ ტარიფზე," - აღნიშნა "სემეკის" ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ. 

კომისიას განაცხადით 4-მა თბოელექტროსადგურმა მიმართა. "სემეკის" განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შევა. კომისიის facebook-ის გვერდზე დღევანედლი საჯარო სხდომის ტრანსლირება მოხდება.

 

დღის ამბები