18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი - ფასის კორექტირებაზე "სემეკი" მსჯელობს

მარეგულირებელი კომისიის წევრები, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის დარჩენილი თვეების საწარმოო ტარიფების კორექტირებაზე მსჯელობს.

კომისიას განაცხადით ოთხმა თბოელექტროსადგურმა მიმართა. სწორედ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი. 

„სხდომაზე განიხილება ოთხი თბოელექტროსადგურის ელექტროენერგიის წარმოების საკითხის კორექტირების საკითხი. აქ საუბარია 2017 წლის ტარიფებზე, რომელიც დადგენილია მიმდინარე წლის 1 იანვრიდან და კომისია იმსჯელებს აღნიშნული ტარიფის კორექტირებაზე. შესაბამისად, პროგნოზის გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ თუ რა შედეგი დადგება, ეს დამოკიდებულია კომისიის გადაწყვეტილებაზე,“ - განმარტა "სემეკის" ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ. 

დღის ამბები