18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
4 თბოელექტროსადგურისთვის 2017 წლის დარჩენილ თვეებში ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება

4 თბოელექტროსადგურისთვის 2017 წლის დარჩენილ თვეებში ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება. სემეკის გადაწყვეტილება განაპირობა ლარის კურსმა, რადგან მარეგულირებელი ორგანოს ინფორმაციით, როცა ტარიფები დადგინდა, მაშინ დოლარის კურსი, დღევანდელთან შედარებით მეტი იყო.

“ოთხივე თბოელექტროსადგურზე ტარიფები არის შემცირებული განსხვავებულად, მაქსიმალური შემცირება არის 4 თეთრი, მინიმალური 1 თეთრამდე და შესაბამისად, აი ამ შემცირებული ტარიფებით თბოელექტროსადგურები ელექტროენერგიას მიაწვდიან ელექტრო სისტემას წლის ბოლომდე,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.

რაც შეეხება სამომხარობლო ტარიფებს. შემცირდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. 

დღის ამბები