18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის ახალი დეტალები - დეკანოზი პროკურატურას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ე.წ. ციანიდის სკანდალური საქმის ახალი დეტალები „კურიერისთვის“ გახდა ცნობილი. „კურიერმა“ დეკანოზის საბოლოო სიტყვის აუდიო ჩანაწერის კიდევ ერთი ნაწილი მოიპოვა.

მამა გიორგი მამალაძის თქმით, პროკურატურა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

„თითქოს მე კრიტიკულ კითხვებს პასუხს არ ვცემდი, ფსიქოლოგიური ზეწოლაა, როდესაც მეშვიდე თვეა აკრძალული მაქვს ოჯახთან კავშირი, ეს იქნება სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო წყარო,“ - განაცხადა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზის თქმით, დაკავების შემდეგ მას ეკრძალება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტებით სარგებლობა.

„განკუთვნილი ერთი ულუფაც კონტროლით მომეწოდება, რომელსაც დაწესებულების დირექტორი, მორიგე ექიმი, ექთანი, მთავარი ექიმი, უსაფრთხოების უფროსი და უსაფრთხოების თანამშრომლები აწერენ ხელს. მიზეზი ჩემი ლიკვიდაციის საფრთხეა, რაც მცდელობაა ფსიქოლოგიური ზეწოლით მიიღონ აღიარება არარსებული დანაშაულის,“ - განაცხადა დეკანოზმა.

დღის ამბები