18 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ღარღვლის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ადიგენში უკვე მეორე დღეა ხანძარია. ცეცხლი ღარღვლის ტყეს უკიდია. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მაშველები კერებთან მიახლოებას ცდილობენ, გაჭრილია გზაც. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული.

ამ წუთებში ადგილზე მძიმე ტექნიკა, მეხანძრე მაშველები და მოხალისეები მუშაობენ.

ადგილზე ასევე იმყოფება ადიგენის გამგებელი, თუმცა მას არსებული ვითარების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

დღის ამბები