ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს ზურაბ სოტკილავას დღეს დაკრძალავენ. მას 11 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაასვენებენ, სადაც გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი.
ზურაბ სოტკილავას 2 საათზე თეატრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი 18 სექტემბერს 80 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფიბის შედეგად, მოსკოვში გარდაიცვალა.