წაღვერის ტყეში ხანძრის ჩაქრობა მეორე დღეა ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში, სადაც ცეცხლს მაშველები რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდნენ, ისევ ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის რამდენიმე კერაა საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილებში. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და მძიმე ტექნიკა ჩაერთო. ადგილზე შეყვანილია დამატებითი ძალები. საჭიროების შემთხვევაში, საქართველო ავიაციით დახმარებას მეზობელ ქვეყნებს სთხოვს.