06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვიღაც შეშლილმა თავისი რაკეტები მარჯვნივ და მარცხნივ გაუშვას"- ტრამპი კიმ ჩენ ინზე

გაეროს გენერალური ასამბლეიდან დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. ალაბამას შტატში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფხენიანის მიმართ ზომები ჯერ კიდევ ქვეყნის წინა ლიდერებს უნდა მიეღოთ, თუმცა ტრამპის თქმით, ახლა "ადამიან რაკეტას" თავად გაუმკლავდება, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვიღაც შეშლილმა თავისი რაკეტები მარჯვნივ და მარცხნივ გაუშვას,"- განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მანამდე დონალდ ტრამპს შეურაცხადი თავად კიმ ჩენ ინმაც უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული მუქარის გამო, საფასურს გადაიხდის.

დღის ამბები