06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
თურქეთის სანაპიროსთან კატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სანაპიროსთან კატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა. სათევზაო ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა, მანამდე კი ეკიპაჟმა განგაშის სიგნალი გადასცა.

თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მაშველებმა 40 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა 15-მდე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ მიგრანტები ან სად მიემგზავრებოდნენ, ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები