ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცისანა ტატიშვილი 38 წლის განმავლობაში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. სხვადასხვა დროს, მსოფლიოს ცნობილი თეტრების დიდი სცენაზე, ლეგენდარულმა სოპრანომ, ტრიუმფალური გამოსვლებით, ქართულ საოპერო ხელოვნებას უდიდესი აღიარება მოუტანა.
ცისანა ტატიშვილი აღიარებული იყო, როგორც შტრაუსის "სალომეს" ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად შევიდა.
მსოფლიოში აღიარებულ სოპრანოს, ვარსკვლავი საქართველოში, 2010 წელს თბილისის ოპერის წინ გაუხსნენ.
ლეგენდარულ მომღერალს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.