06 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
მილანი მოდის კვირეულს მასპინძლობს

მილანი მოდის კვირეულს მასპინძლობს. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის ახალი ტენდენციები მოდის მოყვარულებს "მოსკინოს", "არმანის" და "რობერტო კავალის" მოდის სახლებმა წარუდგინეს.

ორიგინალური იყო "მოსკინოს" ჩვენება. მოდის სახლის მთავარმა შემოქმედმა დეფილე მილანის სამხედრო ყაზარმის ეზოში მოაწყო.

ჯერემი სკოტის კოლექცია მკვეთრი ფერებით, ყვავილებით და ბალერინის სასცენო კოსტიუმების ელემენტებით გამოირჩევა.

ფერების კონტრასტით გამოირჩევა ჯორჯო არმანის ახალი კოლექციაც. ვეტერანი დიზაინერი მოდის მოყვარულებს ყვავილებიან ქსოვილებს და ასიმეტრიულ სამოსს სთავაზობს.

მილანის მოდის კვირეულზე რობერტო კავალის მოდის სახლის ახალი მთავარი დიზაინერის დებიუტი შედგა. პოლ სარიჯის პირველმა კოლექციამ მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღის ამბები