კატარში, დოჰაში Cultural Village Foundation -Katara -ს ერთ ერთ საგამოფენო პავილიონში ქართველი მხატვრების გამოფენა „Expressing Space, New Art from Georgia” გაიხსნა. გალერეა „ვანდამ“ წარადგინა ქართული მხატვრობა კატარში, სადაც წარმოადგინა ექვსი ცნობილი ქართველი ფერმწერის და ერთი მოქანდაკის შემოქმედება, მათ შორის არიან ალექს ბერდიშევი, გია გუგუშვილი, მამუკა ცეცხლაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ლევან მინდიაშვილი, გოგი ლაზარაშვილი და გია ჯაფარიძე.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია 60-მდე ფერწერული ნამუშევარი და 9 ქანდაკება. ასევე 3 მხატვარი - გოგი ჩაგელიშვილი, გია ჯაფარიძე და გოგი ლაზარაშვილი მიწვეული იყვნენ workshop-ების ჩასატარებლად. მათ თავიანთი გამოცდილება როგორც კატარელ, ასევე უცხოელ მონაწილეებს გაუზიარეს.
გამოფენა 2 ოქტომბრამდე გრძელდება.