18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
წაღვერში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში თურქეთისა და აზერბაიჯანის ვერტმფრენები ჩაერთვებიან

წაღვერის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენები ჩაერთვებიან. ადგილზე უკვე მუშაობს ორი საფრენი აპარატი, ხვალიდან კი მათ თურქული და აზერბაიჯანული ვერტმფრენები დაემატება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით, აზერბაიჯანული ვერტმფრენი საღამოსვე ჩამოფრინდება, რათა ხვალ დილიდან ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთოს.

„2008 წელს რომ მასივი დაიწვა, იმ მონაკვეთში ხევი იწვის. ვცდილობთ, რომ ახალ ტყეში არ გადავიდეს. მიიწევს ახალი ტყისკენ. მარტივი სიტუაცია არ გვაქვს. კარგი ის არის, რომ ერთ ხევში არის მხოლოდ ხანძარი და სხვა ხევებზე არ არის გადასული," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.

არჯევანიძეების ტყეში გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა, მაშველები უშედეგოდ ებრძვიან. ქარის გამო იმატა დაკვამლიანებამ, რაც ხილვადობას და საჰაერო აპარატების მუშაობას ართულებს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი. მუშაობს მძიმე ტექნიკაც.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები