წაღვერის ტყეში ისევ ხანძარია. ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა და ავიაცია ცდილობდა. ავიაციამ, დაბნელების გამო მუშაობა, დაახლოებით ერთი საათია დაასრულა. ხვალ დილიდან ორ ქართულ ვერტმფრენთან ერთად, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული ვერტმფრენი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთვება.
საგანგებო შტაბში ამბობენ, რომ ხანძრის შეჩერება მოხერხდა და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„საფრთე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს, ან მოსახლეობასთან ჩამოვიდეს, ერთი პროცენტიც არ არის,“ - განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.
ნახანძრალ ტერიტორიაზე დღეს ექსპერტები ჩავიდნენ და შეაფასეს, რა დრო და რესურსი დასჭირდებოდა განადგურებული ტყის აღდგენას. მათი განცხადებით, დაწყებულია ეროზიული პროცესები და არის მეწყრის საფრთხე.