06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში - გამოკითხვის მიხედვით, ანგელა მერკელის პარტია ლიდერობს

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 06:00-ზე დაიხურება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ანგელა მერკელი კანცლერის პოსტის შენარჩუნებას მეოთხე ვადით შეძლებს. მის პარტიას - "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს," ამომრჩევლის თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობა ემხრობა, ვიდრე მთავარ კონკურენტს - "სოციალ დემოკრატიულ პარტიას," რომელსაც ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი, ხელმძღვანელობს.

გამოკითხვების თანახმადვე, ბუნდესტაგში შესვლას პირველად შეძლებს ულტრა-მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის," რომელსაც 13-პროცენტიანი მხრადაჭერა აქვს.

დღის ამბები