06 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდხანს ვეღარ იარსებებს - დონალდ ტრამპის განცხადება twitter-ის ქსელში

ოფიციალური ვაშინგტონი და ფხენიანი კვლავ ერთმანეთს ემუქრებიან. დონალდ ტრამპმა twitter-ის ქსელში დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდხანს ვეღარ იარსებებს. ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების ლიდერი გაეროს გენერალურ ასამბლეის დებატებზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას.

ლი იონ ჰომ დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ უწოდა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის ამერიკას სარაკეტო იერიშით დაემუქრა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოსვლამდე ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ვაშინგტონმა სტრატეგიული ბომბდამშენები და გამანადგურებლები გაგზავნა. პენტაგონის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავებმა დემილიტარიზებულ ზონაში იფრინეს და ჩრდილო კორეის საზღვარს 21-ე საუკუნის პერიოდში ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

დღის ამბები