06 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
განმეორებითი მიწისძვრა მექსიკაში - 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის სამხრეთში

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა. 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთით, ოაჰაკას რეგიონში იგრძნობოდა.

ხალხი პანიკამ მოიცვა და ქუჩაში გავიდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, გულის შეტევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა.

ახალ ბიძგებს ზარალი არ მოჰყოლია დედაქალაქში, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, მეხიკოში წინა მიწისძვრის შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაცია შეწყდა.

ეს მექსიკაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიგით მესამე ძლიერი მიწისძვრაა. სტიქიას საერთო ჯამში 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები