18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამებაში გადააბრძანეს

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამებაშია გადაბრძანებული და მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება აქვთ. უკვე ხვალ კი სპეციალურად წმინდა ქეთევანობის დღესასწაულისთვის წმინდა ნაწილებს კახეთში, ალავერდის ტაძარში გადააბრძანებენ.

სამების საკათედრო ტაძარში კი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სასულიერო პირები, მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

„ქრისტიანობა არ არის მხოლოდ რელიგია საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი და მე ვფიქრობ, ამიტომ თითოეული ქართველისთვის უაღრესად ემოციური და ამაღელვებელი დღეა. 4 საუკუნის შემდეგ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით დაუბრუნდა სამშობლოს,“ - აღნიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გუშინ, ინდოეთიდან ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში დაახლოებით 6 თვეს დარჩება. 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები