18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
თავდასხმა საუბნო-საარჩევნო კომისიებზე - ოზურგეთის 2 უბნის შენობაში შეიჭრნენ

ინციდეტი გურიაში. ქალაქ ოზურგეთის მე-6 საუბნო-საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის 31-ე საუბნო-საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ძალადობრივ ქმედებებს მიუღებლად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ის სისტემურ ხასიათს არ მიიღებს.

დღის ამბები