ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო აქციას განაგრძობს. ”იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი” - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში, ცესკო-ს თანამშრომლები რუსთაველის მეტროს მიმდებარედ შეიკრიბნენ და მოქალაქეებს შეახსენეს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მოქალაქეებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების ამომრჩეველთა სიაში გადამოწმებაშიც დაეხმარნენ.