კასპის რაიონის სოფელ აღაიანის მიმდებარედ, ავტობანიდან რამდენიმე მეტრში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შიდა ქართლის მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათი სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა და ყველა შესაბამის სტრუქტურას მიმართავენ.
მათი თქმით, წლების მანძილზე სამშენებლო კომპანიების გაუთვალისწინებელ ქმედებებს გეოლოგიური ცვლილებები მოჰყვა და სასმელი წყლის ჭები ერთბაშად დაშრა. ხალხი ამბობს, რომ ინერტული მასალის მოპოვება ამ დროისთვის უკვე სოფლის ჭალაში მიმდინარეობს და მწვანე საფარი ჰექტრობით ფართობზე ნადგურდება.