18 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში მცხოვრები კუკავების ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში მცხოვრები კუკავების ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, 9 წლის ლუკა კუკავა, რომელიც ამჟამად დიალიზზეა და სასწრაფოდ ესაჭიროება თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომელიც 80 ათასი დოლარი ჯდება.

კუკავებთან იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი. დარეჯან ქირიას მტკიცებით, თანხა, რომელიც ბავშვს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლების მხოლოდ ერთ თვიანი დანამატია. კუკავების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ამჟამად მოხსნილი აქვს.

დღის ამბები