18 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
სარფში ადგილობრივები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთ-ერთ მშენებლობას აპროტესტებენ

სარფში ადგილობრივები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთ-ერთ მშენებლობას აპროტესტებენ. სოფელ სარფის მცხოვრებლებმა ორი დღეა შეაჩერეს სასტუმროს მშენებლობა. ადგილობრივების მტკიცებით, მშენებელი - დიმიტრი ტვილდიანი პრემიერ-მინისტრის მეგობარია და სწორედ მისი დავალებით, მშენებლობისათვის არც სპეციალური ნებართვა და არც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაა გაცემული.

სარფელები ტერიტორიით, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს წლების განმავლობაში სარგებლობდნენ და სახელმწიფოსგან საკუთრებაში მიწების დაკანონებას მოითხოვენ. მშენებლობის გაგრძელებას მანამ არ დაუშვებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

თავად მშენებელი და ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი „კურიერის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

დღის ამბები