წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში 4 ვერტმფრენი იღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ და აზერბაიჯანულ ავიაციას, ცოტა ხნის წინ თურქულივერტმფრენიც შეუერთდა.
გარდა ამისა, წაღვერის ტყეში ამ დროისთვის ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალიტებიც, რომლებიც ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ.
წაღვერის ტყეში, ხანძარი 3 დღის წინ გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი მეხი ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ადგილზე ცოცხალი ძალა, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები არიან მობილიზებული.