18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
უსახლკაროდ დარჩენილი, ვანიშვილების 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

კასპის რაიონში, ვანიშვილების 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისია. ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან, რადგან სახლის გარეშე და მოტყუებულები დარჩნენ.

მათ სახლი ნათესავისგან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს და თანხას ეტაპობრივად უხდიდნენ, თუმცა, მოგვიანებით, მესაკუთრეებმა მეტი თანხის გადახდა მოითხოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ძალადობის მსხვერპლი არიან.

მრავალშვილიანი ოჯახი, შესაძლოა, ზამთარშიც სახლის გარეშე დარჩეს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა, რომელიც გაზრდილი გადასახადის დასაფარად მათ არ ეყოფათ.

ოჯახმა ხელისუფლებას და პირადად პრემიერ არაერთხელ მიმართა, თუმცა, დახმარება ამ დრომდე არ მიუღია.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები