ავტომობილების ავტორი გურამ სუდაძე მანქანების შექმნით 40 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ დროისთვის მის ავტოპარკში სამი ავტომობილი - წიქარა, ჯეირანი და ახალციხელი დგას. ავტორი თითოზე დაახლოებით 4 წელი მუშაობს.
ნახაზები და პროექტის შექმნისთვის საჭირო ფორმულები გურამ სუდაძემ ჯერ კიდევ სტუდენტობაში სასოფლო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე ისწავლა.
ახალციხელ თვითნასწავლ ავტომშენებელს სულ 100-ევრომდე დაუჯდა ის, რის ანალოგსაც კანადაში 30 ათას დოლარად აწყობენ. მის ტრაიციკლს 98 ცხენის ძალა აქვს.
ავტომობილების ავტორი, მანქანებს სხვადასხვა ავტომობილების ნაწილების დახმარებით აწყობს, გარსი კი საკუთარი ხელით აქვს ჩამოსხმული და განსხვავებული სახის დიზაინს ქმნის.