06 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას გერმანიაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა

არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას გერმანიაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.
მომიტინგეები ყველა დიდ ქალაქში ულტრამემეარჯვენე პარტიის პარლამენტში შესვლას აპროტესტებდნენ.

ბერლინში "ახალი ალტერნატივა გერმანიისთვის" ოფისის წინ ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ გაერთიანების საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ. სამართალდამცველებმა შენობის გარშემო კორდონი შეკრეს და შეკრებილებს ოფისთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ მიტინგის რამდენიმე მონაწილეც დააკავა. აქციები პარტია "ახალი ალტერნატივა გერმანიისთვის" ოფისების წინ გერმანიის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა.

დღის ამბები