18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მაღალი რისკი - სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს 

რელიგიურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების" ინსტიტუტის იურისტის განმარტებით, ქვეყნის მთავარი კანონის პროექტი რწმენის თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველი და პოტენციურად დისკრიმინაციულია.

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს თემაზე სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

„კონსტიტუციის მოქმედ პროექტში, რომელიც მესამე მოსმენით უნდა მიიღოს პარლამენტმა, ის კრიტერიუმები, რომელიც რელიგიის თავისუფლებას შეზღუდავს, არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, რომ არამართლზომიერად, არაგანჭვრეტადი კრიტერიუმებით ჩაერიოს რელიგიის თავისუფლებაში და მნიშვნელოვნად შეზღუდოს ადამიანის უფლებები. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო არ იცავს რელიგიური გაერთიანებების უფლებებს ხშირ შემთხვევაში და იყო შემთხვევები, როდესაც თავად სახელმწიფოც მოგვევლინა სამწუხაროდ სამართალდამრღვევად,“ - განაცხადა "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" დირექტორთა საბჭოს წევრმა მაკო ღავთაძემ.

დღის ამბები