18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მესამე სექტორი საქართველოს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს

მესამე სექტორი საქართველოს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს და აზერბაიჯანელი აქტივისტების მიმართ გამჭვირვალე პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. ამერიკული ორგანიზაცია - „თავისუფელბა ახლა“, ბელგიური - „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ დღეს კვლევის შედეგებს გაასაჯაროებენ.

მათი განმარტებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მის გატაცებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობის შესახებ, ბრალდების სრულყოფილი გამოძიება.

გარდა ამისა, საუბარია ბაქოს მიერ დევნილი სხვა აქტივისტების შევიწროებაზეც. კვლევის თანახმად, ასეთ შემთხვევებზე ქათული სამართალდამცველი ორაგნოები არ რეაგირებენ.

"საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ხარჯზე, უარი თქვა ადამიანის უფლების ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტების დაცვაზე," - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე. 

დღის ამბები